logo
ENG



ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

13 თებ 202118:19
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების მთავარ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხებზე იმსჯელებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, თუმცა ერთერთი განსახილველი საკითხი, შესაძლოა, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი იყოს. 

ეს დაზუსტებით სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ პარტიის წევრები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ მელიას საკითხის განხილვას. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერიძე აღნიშნავს, რომ სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.  

"მიმდინარე საკითხებს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, რადგან მომავალ სესიაზე დადგება, თავისთავად ცხადია, ნიკა მელიას საკითხი. ჩვენ ზოგადად არ გვიჭირს გუნდურობის კუთხით საკითხის გადაწყვეტაც. რა თქმა უნდა ამ შემთხვაშიც, მელიასთან დაკავშირებით იმსჯელებს პარლამენტი საკუთარი დისკრეციის ფარგლებში", - განაცხადა რიმა ბერაძემ.

შესვლამდე კომენტარი ლაშა ნაცვლისვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მსჯელობა ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება. 

"მმართველი პარტია და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას. რაც შეეხება ნიკა მელიას - ჩემი პოზიცია უცვლელია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია", - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უნდა იმსჯელოს. მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო ორგანო პარლამენტს ამ თხოვნით მიმართა. 

 

 


close დახურვა