დეპუტატი სოფო კილაძე ქართული ოცნების ახალ პარტიულ სიაში არ არის. ფორმულამ სცადა, რომ დეპუტატისგან მიეღო მეტი კომენტარი, თუმცა კილაძე ზარებს არ პასუხობს. სოფო კილაძე მერვე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
დღეს, პირველ ოქტომბერს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.