logo
ENG



ქართული ოცნების უმრავლესობა ვიცე-სპიკერს უპირისპირდება

28 ოქტ 201920:18
3 წუთის საკითხავი
 
4cy6oceu1eu515d.jpg

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერს უპირისპირდება. მიზეზი თამარ ჩუგოშვილის საარჩევნო პროგნოზია. ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შემდეგ ამჯერად თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის მოპოვება ვეღარ შეძლოს.  

ამ პოზიციას არ ეთანხმება ოცნების დეპუტაცია. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, ვიცე-სპიკერს განცხადების კორექტირება მოუხდა. 

ვინ რამდენი მანდატით შევა პარლამენტში - სანამ ეს არჩევნებზე გაირკვევა, საზოგადოების განწყობებს საერთაშორისო ორგანიზაციები სწავლობენ. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი 24%-მდე შემცირდა.


close დახურვა