logo
ENG



ქართული ოცნების შეცვლილი რიტორიკა

19 ნოე 202120:15
3 წუთის საკითხავი
 

გორში ჰოსპიტალის მედპერსონალისა და ინფრასტრუქტურის სანახავად პირადად ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრი, რომლის კომენტარიც საზოგადოებამ პირველად მოისმინა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკა ტიკარაძე დაეთანხმა ექიმების ორ კონსილიუმს სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის შესახებ. ქართული ოცნების სხვა ლიდერებისგან აშკარად განსხვავებული ტონი და რიტორიკა ისმის მინისტრისგან. ტიკარაძე ექიმების სოლიდარულია და ამბობს, რომ პაციენტების გარჩევა დაუშვებელია. ეს კობახიძის გზავნილებისა და მუქარისგან სრულიად საპირისპირო პოზიციაა - ოცნების თავმჯდომარემ მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებს ფეიკი უწოდა. 


close დახურვა