logo
ENG



ქართული ოცნებისთვის მიუღებელი მორატორიუმი

28 დეკ 202120:13
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი დუმილს ინარჩუნებს. სააკაშვილი-მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ, უცნობია, შედგება თუ არა მოლაპარაკებები სამი პრეზიდენტის ფორმატში. ზურაბიშვილის დუმილის ფონზე აქტიურობს ქართული ოცნება. იმ დროს, როცა ხელისუფლების გარდა ყველა, მათ შორის ერთ დროს მწვავე პოლიტიკური ოპონენტებიც კი ეროვნულ თანხმობაზე ლაპარაკობენ, ოცნება ისევ დესტრუქციის მომხრეა. ახლა სამიზნე ივანიშვილის გუნდისთვის გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომელმაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს პუტინის პატიმარი უწოდა და გამოვიდა ინიციატივით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი გამოცხადდეს. 

 


close დახურვა