logo
ENG



ქართული ჯარის წინაშე, ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი - პრემიერი

11 დეკ 201915:28
3 წუთის საკითხავი
 
r87w7yxhcc4vdb6.jpg

 

„ქართული ჯარის წინაშე, ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და მოვიხაროთ ქედი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

საქმე ეხება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს ჯარი, იარაღი და არც ჰქონია.

პრემიერმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და ავღანეთში მომხდარი შეტაკება შეაფასა, რომლის დროსაც 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

„დღეს ქართულმა ჯარმა, იმით, რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ მისი ეფექტურობა კიდევ უფრო იზრდება. ტერორისტები თავს დაესხნენ ბაზას, რომელსაც 500-მდე ჩვენი ჯარისკაცი იცავს. რა თქმა უნდა ეს პირდაპირ მიუთითებს ქართული ჯარის სიძლიერეზე. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში და ქედი მოვიხაროდ ქართველი ჯარის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 


close დახურვა