logo
ENG



ქართულმა მხარემ უკრაინის ელჩი დაიბარა და სააკაშვილის განცხადებების გამო შეშფოთება გამოხატა

10 ივლ 202016:18
3 წუთის საკითხავი
 
1qwg5f86xgtq9xm.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმირების საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვთან, დაიბარეს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა "უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო".

უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე თქვეს, რომ "მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს" და იმედი გამოთქვეს, რომ "უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს".

უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს.

"მე ვაცნობიერებ ოფიციალურ კიევს ჩვენი საუბრის შესახებ, ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ჩვენი ურთიერთობების წინაშე არსებული გამოწვევა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან" - განაცხდა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს გვერდში დგომას და ივანიშვილის დამარცხებას ჰპირდება. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად, საქართველოში მოსკოვის დაკვეთას ასრულებს.

მაისში, უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ქართულმა მხარემ კონსულტაციებისთვის უკრაინაიში საქართველოს ელჩი გამოიძახა.


close დახურვა