logo
ENG



ქართულმა ოცნებამ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია

22 ნოე 202412:35
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვლმა ერთ-ერთ მიზეზად "უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზება" დაასახელა.

"მე მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინ წინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულნი არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას. მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით მნიშვნელოვანია - ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის", - თქვა პაპუაშვილმა.


close დახურვა