კიდევ ერთი ნაბიჯი ერთპარტიული ცესკოსკენ - ასეთია ძირითადი გამოხმაურებები - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დაიწყო. ივანიშვილის პარტია სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასაც არ წყვეტს, ამ მხრივ უცნაური მიგნება ჰქონდა ანრი ოხანაშვილს - მისი თქმით, პოლიტიკური სიმბოლიზმის მატარებელია, რომ საარჩევნო კოდექსზე დადებული ვეტო პრეზიდენტისგან მეხუთეა. ხმაური იყო თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თავმჯდომარემ სიტყვის უფლება არ მისცა ოპოზიციონერ მოადგილეს, რომლის პოსტსაც ოცნება საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით აუქმებს.
ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესი დაიწყო
18 მარ 202420:09
3 წუთის საკითხავი