logo
ENG



ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები გადახადა

24 დეკ 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში - ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

გარდა ყვარლისა, უამინდობამ პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში. ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა.

ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რის გამოც აბონენტების ნაწილს ელ.ენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს და გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა ბათუმშიც - ძლიერმა ქარმა დააზიანა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი, მოგლიჯა ხეები და სახლის სახურავები. დაზიანებულია გზები და ავტომობილები.


close დახურვა