ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს.
საბჭოს განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო პროსახელისუფლებო დირექტორს აირჩევს, რომელიც რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.
საუბარია გიორგი კოხრეიძეზე, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, არ დაუშვან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.