ქუთაისის მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. მოსახლეობამ წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაგზავნა. ადგილობრივები მეტალურგიული ქარხნის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტებს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ტერიტორიის გარშემო ჯანმრთელობისთვის საგანგაშო გამონაბოლქვი და სუნია. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ჰაერში ტყვიის საშიში შემცველობა არაა. გარემოსდამცველები ქარხნის ინსპექტირებას მოითხოვენ.
ქარხანა ფილტრის გარეშე - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
22 ივლ 202220:19
3 წუთის საკითხავი