დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახალი ელჩი სოფო ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას ბრიტანეთში განსაკუთრებული პირადი და პროფესიული კავშირი აქვს.
„რადგან უკვე ოფიციალური და გასაჯაროებულია, მინდა განვაცხადო, რამდენად დიდი პატივია და პრივილეგია ჩემთვის წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა დიდ ბრიტანეთში როგორც საქართველოს ელჩმა.
დიდი ბრიტანეთი ჩემთვის მხოლოდ რუკაზე არსებული ქვეყანა არ არის. განსაკუთრებული კავშირი მაქვს პირადიც და პროფესიულიც. ეს არის ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი დიდი პასუხისმგბელობით და უდიდესი პატივისცემით ამ დიდებული ქვეყნის და შესანიშნავი ხალხის მიმართ. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი მომენტია უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ორმხრივი კავშირები დიდ ბრიტანეთთან, თან ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში. მადლობას ვუხდი ყველას ღირებული და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და ამ წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ქაცარავამ.
შეგახსნებთ, რომ „ფორმულა ნიუსის" ინფორმაცია დადასტურდა - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, გერმანიაში ლევან იზორია, საბერძნეთში კი დავით დონდუა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი 16 ნოემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.