დე ფაქტო რეჟიმმა გატაცებული ორი მოქალაქე ორკვირიანი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა. ისინი ხურვალეთში, მავთულხლართებთან მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი მეუღლე არიან.
გათავისუფლებული ქალი აცხადებს, რომ ცხინვალის კარანტინში კიდევ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ 1-იანვირდან 28 თებევრლის ჩათვლით საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 10 მოქალაქე გაიტაცა, საზოგადოებისთვის კი მხოლოდ 3 გატაცების ფაქტი გახდა ცნობილი.
„გათავისუფლებული გოგო აცხადებს, რომ მასთან ერთად კარანტინში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. ამ გოგონას სიტყვები ადასტურებს, რომ გატაცებები გრძელდება და ხელისუფლება ინფორმაციას ხელს აფარებს. გენადი ბესტაევი კვლავ რჩება საპატიმროში და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენი მთავრობა ატარებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას“, - აღნიშნა ქაცარავამ.