ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სოფელ დვანში ოკუპანტებმა უკანონო საინჟინრო სამუშაოები განაახლეს.
ქაცარავას ცნობით, საოკუპაციო ძალებმა სოფელში სათვალთვალო კამერისთვის განკუთვნილი ბოძი და მოძრაობის დეტექტორები დაამონტაჟეს.
„დაფიქსირდა საინჟინრო სამუშაოები რომლებიც ოკუპანტებმა მთელი დღის განმავლობაში აწარმოეს. ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა დადასტურდა, ოკუპანტებმა დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერისთვის განკუთვნილი სპეციალური სადგამი, დიდი ბოძი. ასევე ის, რაც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ვიპოვეთ - მოძრაობის დეტექტორები საკმაოდ დიდ ფართობზე არის განლაგებული და ეს მოძრაობის დეტექტორები დღეს დამონტაჟდა. ასევე ჩვენი ინფორმაციით,გამზადებულია ე.წ ოკაპი, სპეციალური რადიოლოკაციური დაზვერვის მანქანისთვის საპარკინგე ადგილი თუმცა მისი აღმოჩენა ამ დროისთვის ვერ შევძელით“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.
მისი თქმით, რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგრძნობლად გააქტიურდნენ იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფრენების აღდგენაზე და ურთიერთობების დათბობაზე საუბრობს. ქაცარავას თქმით, რუსების გააქტიურება „საგანგაშო სიგნალია“