logo
ENG



ქაცარავა:არ მოგვატყუოს მოჩვენებითმა სიმშვიდემ, ჩორჩანაში დაძაბული სიტუაცია

29 ოქტ 201908:05
3 წუთის საკითხავი
 
qkrqyppd098yhed.png

ღამის მანძილზე სიმშვიდე იყო ატოცში. მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტების გადაადგილება არ შეინიშნებოდა თუმცა, დაძაბული ვითარებაა ჩორჩანაში. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ ატოცში არსებული სიმშვიდე მოჩვენებითია, რადგანაც ჩორჩანა-წნელისის ტყეში ოკუპანტები უკანონო მოქმედებებს კვლავ განაგრძობენ. დავით ქაცარავა განმარტავს, რომ მოძრაობის წევრები საფრენი მოწყობილობებით ოკუპანტების გადაღებას ვერ ახერხებენ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტექნიკა დააზიანონ.

„მოჩვენებითი თითქოს სიმშვიდე გამოჩნდა იმიტომ, რომ იქეთ ნაწილში გადაინაცვლეს და იქით საკმაოდ დაძაბული არის სიტუაცია. არ მოგვატყუოს ამ მოჩვენებითმა სიმშვიდემ, საკმაოდ დაძაბული არის შიგნით სიტუაცია, სპეცრაზმის მანქანები მოძრაობენ და ჩვენი დიდი ძალები არიან განლაგებულნი“-განაცხადა ქაცარავამ.

 


close დახურვა