logo
ENG



ქაცარავა მასზე თავდასხმას იხსენებს:ინციდენტში მონაწილე პირი ქართული ოცნების კოორდინატორია

28 ოქტ 201907:49
3 წუთის საკითხავი
 
bftyailvr9v425w.png

ამ დროისთვის ატოცში სიმშვიდეა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის გამავლობაში პატრულირებდნენ. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ღამემ მშვიდად ჩაიარა ჩორჩანა-წაღვლის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზეც, თუმცა ვითარება უცვლელია. ახალი ე.წ. გამყოფი ღობე სოფელს ორად ყოფს. „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა „ფორმულასთან" ორი დღის წინანდელი ინციდნეტი გაიხსენა, როდესაც პირები, რომლებიც თავს ადგილობრივებად მოიხსენიებდნენ,  მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდნენ. ქაცარავამ აღნიშნა, რომ მათგან ორი ყველაზე აქტიური, „ქართული ოცნების" კოორდინატორია. 

„ვაკვირდებოდით ატოცი, ქვემო-ოქონას მონაკვეთს და ასევე წაღვლი-ჩორჩანას ქვემო მონაკვეთს, არ შეიმჩნეოდა არანაირი აქტიური  გადაადგილება ოკუპანტების მხრიდან. მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. როგორც ჩვენ შევიტყვეთ ეხლაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორი არის, მეორე ადამიანი, რომელიც აქტიურად იყო შემჩნეული ამ ინციდენტის მონაწილეობაში, ისიც ასევე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი გახლავთ,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

 


close დახურვა