ქედაში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის ერთი 11 წლის ბავშვია, რომელსაც კიდურები აქვს მოტეხილი.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.