შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.
კონფერენციაზე ქეთევან ციხელაშვილმა და როზარია პულისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე პანდემიის პერიოდში გამოწვეულ პრობლემებსა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს.
ციხელაშვილმა ყურადღება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზეც გაამახვილა.
"დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც განახორციელა მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების დასახმარებლად კოვიდ 19-თან ბრძოლის პერიოდში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის ის ბორდერიზაციის ეპიზოდები, რომლებიც სწორედ ამ მძიმე გლობალური კრიზისის და პანდემიის ფონზე გრძელდება და ხორციელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, რაც არის ძალიან მძიმე დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ამავდროულად ყოველგვარი ჰუმანურობის და ჰუმანიტარული პრინციპების, რაც იწვევს პირდაპირ ადამიანების ტანჯვას, დამატებით იმასთან ერთად, რასაც იწვევს თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის იზოლაცია, ეხლა უკვე აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც შეზღუდული გადაადგილება.
ასევე დეტალურად ვისაუბრეთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის იმ ახალ ეპიზოდზე, რომელიც უკვე კვირების განმავლობაში მიდის ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ, სწორედ მაშინ როდესაც ეს ლაბორატორია არის და იყო ინსტრუმენტალური იმისთვის, რომ საქართველო ეფექტურად გამკლავებოდა ამ ეტაპისთვის კოვიდ 19-თან ბრძოლას. შემაშფოთებელია ის რაც ისმის ცხინვალის ე.წ. სამსახურებიდან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ნატოდან ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ყველა ამ პროცესს. მათი პოზიცია ყველასთვის კარგად ცნობილია. ისინი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და საქართველოს ხალხს როგორც COVID-19-თან ბრძოლაში, ისე ოკუპაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა