მაჰათმა განდის 151-ე დაბადების დღე სიღნაღში კახელმა მერებმა ბიუჯეტიდან დახარჯული ფულით აღნიშნეს. ასევე სუფრა გაშალეს საფეხბურთო კლუბ გარეჯის თამაშის შემდეგ. დოკუმენტის თანახმად, რომელიც შაბათის ფორმულამ დაამუშავა, ირკვევა, რომ რომ კახეთში მერებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრა, რომელსაც ერქვა - "ეკონომიკური ზრდა რეგიონისთვის" - ბოლოს სუფრის გაშლით დასრულდა და მასზე თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯა. მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების შეხვედრაზე სახელწოდებით "საკონსულტაციო საბჭოს სხდომა" რაზე იმსჯელეს არავინ იცის, მგრამ შეხვედრის შემდეგ 2000 ლარზე მეტი ჭამაში გადაგვახდევინეს
ქეიფი ხალხის ფულით - სიღნაღში მაჰათმა განდის 151-ე დაბადების დღე აღნიშნეს
05 დეკ 202020:38
3 წუთის საკითხავი