logo
ENG



ქვეყანაში მართვის სადავეებს სუს-ი ჩაიბარებს - გახარიას, სავარაუდოდ, ლილუაშვილი ჩაანაცვლებს

19 თებ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანა მასშტაბური სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარტიდან მალე პრემიერს გიორგი გახარიას გიორგი ლილუაშვილი ჩაანაცვლებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი უკვე ოფიციალურად ჩაიბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს. უსაფრთხოების სამსახურის მეთოდები ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ სჭირდება, - აცხადებენ ოპოზიციაში, სადაც „ქართუდან“ ხელისუფლებაში მოსული ლილუაშვილი არაფორმალური მმართველის დაახლოებულ პირად მიაჩნიათ. გახარია სავარაუდოდ „ქართუ“ ბანკში გადაინაცვლებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი ლილუაშვილის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ჩაიბარებს. ინფორმაციას სააგენტო 2020 ავრცელებს.

გახარიასთან ერთად პოსტს, სავარაუდოდ, თეა წულუკიანიც დატოვებს, „ქართული ოცნების“ ამ დრომდე უცვლელი მინისტრი. იუსტიციის სამინისტროსა და სუს-ის დაპირისპირებას თუ არა, კონკურენციას ის ორი იდენტური კანონპროექტიც ადასტურებს, რომელიც ქვეყანაში პირად მონაცემებზე ტოტალური კონტროლის დამყარებას ემსახურება და რომელიც პარლამენტში ლილუაშვილის და წულუკიანის უწყებებმა ცალ-ცალკე შეიტანეს. 

 

 

 


close დახურვა