logo
ENG



ქვეყნის მასშტაბით აქციები დაიწყება - ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე შეჯერდა

01 დეკ 201920:00
3 წუთის საკითხავი
 
i4msebc6ex9rkxx.jpg

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. როგორც პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ქვეყნის მასშტაბით აქციები გაიმართება, ხოლო პირველი აქცია 6 დეკემბერს, ქუთაისში გაიმართება.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ აქცია ქუთაისში 14:00 საათზე დაიწყება. მისივე თქმით, ხვალ ოპოზიცია მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო-ში გადააგზავნის.

„პარასკევს დაიწყება აქციები რეგიონებში. დაიწყება ქუთაისიდან. 14:00 საათზე იქნება დიდი მსვლელობა ქუთაისში. კომიტეტში ასევე იქნება მოსამართლეების მოსმენა და იქნება პარლამენტის პიკეტირება. ასევე ხვალ გადაიგზავნება დოკუმენტი ეუთო-ში. შესაბამისად მათ პასუხთან არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონპროექტი არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან“, - აღნიშნა ვაშაძემ.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, სხვადასხვა უწყების პიკეტირება გაგრძელდება, თუმცა ორგანიზატორები ადგილებს წინასწარ არ დაასახელებენ.

პიკეტირებები გაგრძელდება. იურიდიულ კომიტეტში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების მოსმენას და სპეცდანიშნულების რაზმით უნდა გააკეთონ ეს. კომფორტში ამას ვერ იზამენ, ან წინა ღამეს გაათენონ პარლამენტში. აქციები დაიწყება რეგიონებში და დაგვირგვინდება მასშტაბური აქციით თბილისში. პარალელურად პიკეტირებები გაგრძელდება. პირველი აქცია იქნება ქუთაისში, პარასკევს, 6 დეკემებერს. ამაზე შევჯერდით ახლა. მუშაობა გაგრძელდება. არც ერთი დღე არ იქნება ტაიმაუტი. სპეციალურად არ ვიტყვით ლოკაციას წინასწარ“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 


close დახურვა