logo
ENG



ქვეყნისთვის სტრატეგიულ ობიექტზე ბიზნესმენი უზარმაზარი ფართობის ყიდვას გეგმავს

16 მაი 202019:42
3 წუთის საკითხავი
 
საზოგადოებისთვის უკვე მოულოდნელი აღარ არის, როცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ, მაგალითად, თბილისის ცენტრში მიწა 1 ლარად იყიდა მილიარდობით ლარის მფლობელმა ბიზნესმენმა. "ფორმულასგან" პირველად გაიგებთ, რა ღირს მიწა სტატეგიულ ობიექტზე, სარკინიგზო ხაზთან, საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, საავიაციო აეროდრომზე.

287 ათასი კვადრატული მეტრი მიწა იქ უკვე მოზომილია და ერთ ლარად იყიდება. ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებით გასაყიდად გამზადებული ნაკვეთი უკვე გამოყოფილია.

ბიზნესმენს ვინც სტრატეგიულ ობიექტზე უზარმაზარი მიწის ყიდვას გეგმავს, ტერიტორია მშრალი პორტის მოსაწყობად სჭირდება. ფაქტია, ადგილი სტატეგიულადაა შერჩეული - გვერდით აეროპორტი, მეორე მხარეს რკინიზა, თუმცა ყველას გამორჩა, რომ ესაა ადგილი, სადაც ქვეყანა საავიაციო ხომალდებს უნდა სცდიდეს და ესაა მისი დანიშნულება. 

close დახურვა