ესპანეთს ქვიშიანმა ქარიშხალმა გადაუარა. ცუდი ხილვადობის გამო კანარის კუნძულებზე მუშაობა დროებით შეაჩერა სამმა აეროპორტმა. გადადებულია 230 რეისი. ქვიშა ქარმა კუნძულებზე საჰარიდან მიიტანა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოსახლეობას სთხოვენ, თავი შეიკავინ შენობებიდან გასვლისა და ფანჯრების გაღებისგან.
ერთ-ერთ კუნძულზე კარნავალი გადაიდო. უამინდობა კანარის კუნძულებზე ხვალამდე გაგრძელდება.