logo
ENG



ქვიშხეთთან ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

27 იან 202007:31
3 წუთის საკითხავი
 

ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე, ქვიშხეთთან ავარიის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კვლავ კრიტიკულია. ახალგაზრდა ქალი მცხეთის სამდიცინო ცენტრშია მოთავსებული. 

როგორც ექიმი დავით ლოლაძე აცხადებს,  პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვის აპარატზე რჩება.

„პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში კატასტროფის ბრიგადის მიერაა შემოყვანილი. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბორჯომი-ხაშურის მაგისტრალზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.  


close დახურვა