დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ უკრაინისთვის NATO-ში გასაწევრიანებლად შვედეთისა და ფინეთის მსგავსი სწრაფი გზის მიცემას ალიანსის ყველა მოკავშირე ემხრობა.
როგორც კლევერლიმ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების გარეშე.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა სწრაფად ვითარდება. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე თქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა უკვე სრულდება. შეიარაღებული ძალების რეფორმა მაშინ ტარდება, როდესაც ისინი კონფლიქტში არიან ჩართული და მე ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ოფიციალური ლონდონი უნდა იყოს ძალიან დიდი მხარდაჭერის გამომხატველი წევრობის სამოქმედო გეგმიდან გადასვლის კუთხით, იმის აღიარებით, რომ შვედეთისა და ფინეთისთვის გაკეთებული შეთავაზება ამას არ მოითხოვდა", - თქვა კლევერლიმ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში უფრო ფრთხილი იყო, თუმცა მანაც განაცხადა, რომ 2008 წლის სამიტის შემდეგ, მაშინ როცა უკრაინას წევრობას სთავაზობდნენ, გარემოებები მნიშვნელოვნად შეიცვალა.