logo
ENG



ქობულეთის მერია ფალავანდიშვილის მიერ გრაფიტის დაზიანებას გმობს და ფაქტის შესწავლას გეგმავს

23 აგვ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 
qwbl85vi2jk42uc.jpg

ქობულეთის მერია ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის მიერ სექსუალური განათლების შესახებ გრაფიტის დაზიანების ფაქტს გმობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ფაქტს ენერგო-პრო ჯორჯიასთან ერთად შეისწავლიან.

"მიმდინარე წელს ორგანიზაცია GirlsWave-ის მიერ შემოვიდა წერილი, სადაც ორგანიზაციის წევრები განმარტავდნენ, რომ ახორციელებდნენ პროექტს შეიმეცნე. აღნიშნული პროექტის პარგლებში ისინი ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურების მოხატვას გეგმავდნენ. ორგანიზაციამ წარმოადგინა ესკიზები და ნებართვა ენერგო-პრო ჯორჯიასგან. აღვნიშნავთ, რომ ფაქტის შესწავლა მოხდება ენერგო-პრო ჯორჯიასთან ერთად. 

ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვგმობთ მსგავსს საქციელს (გრაფიტის დაზიანების ფაქტს).  ჩვენს ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში", - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში სექსუალური განათლების შესახებ გრაფიტი გუშინ, 22 აგვისტოს დააზიანა. ვიდეო ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შლის ნაწერს ფალავანდიშვილი, პარალელურად კი ქობულეთის მერს ცემით ემუქრება.


close დახურვა