logo
ENG



ქობულეთის მერის წარმომადგენელმა მარკეტში გამყიდველ ქალს სცემა

04 სექ 202312:35
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის მერის წარმომადგენელმა, ჯაბა სტამბოლიშვილმა სოფელ ლეღვაში, მარკეტში გამყიდველ ქალს სცემა. ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.

ფორმულას ინფორმაციით, კაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, დანაშაულის ჩადენის დროს სტამბოლიშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სტამბოლიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.


close დახურვა