ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში შუახნის კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.