ქობულეთის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ცოტნე ანანიძემ დაუდასტურდა.
მისი ინფორმაციით, რომანაძე თავდაპირველად სახლში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, საავადმყოფოს მიმართა, დღეს საღამოს კი კლინიკაში გარდაიცვალა. მისივე ცნობით, რომანაძეს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.