ქობულეთის შემოვლით გზაზე სასწრაფო და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეანომობილი ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.
შსს ადასტურებს, რომ გარდაცვლილი არავინ არ არის.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.