logo
ENG



ქობულეთში 12 ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება - საქსტატის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა

16 ივლ 202020:34
3 წუთის საკითხავი
clock 462

ქობულეთში 12 ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება. ყოფილ სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად მცხოვრები ადამიანები ქალაქის მერიაში შეიჭრნენ და საცხოვრებელი შენობის გასხვისება გააპროტესტეს.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შენობა მოქმედ დეპუტატზე, მალხაზ რომანაძეზე გაასხვისა. სოციალურად დაუცველების მთავარი მოთხოვნა დღეს მერთან მირიან ქათამაძესთან შეხვედრა იყო.

ქობულეთის მერიაში საპროტესტო აქციას შეუერთდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი სოციალურად დაუცველ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და მერის ინტერესებზე საუბრობენ.

სოციალურად დაუცველებს დღის ბოლოს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ უპასუხა. ქათამაძე აღნიშნავს, რომ შენობის თვითნებურად დაკავება სამართლებრივად მის გასხვისებას ვერ დააბრკოლებს. რაც შეეხება, მესაკუთრეს ქობულეთის მერი აღნიშნავს, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის წესით, 615 ათას ლარად გაყიდა. ოფიციალურად ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა, რომელსაც ადგილობრივების თქმით,  ქობულეთის საკრებულოს წევრის, მალხაზ რომანაძის ბიძაა.


close დახურვა