logo
ENG



ქობულეთში 203 შესაძლო შემთხვევაა შესწავლილი

12 აპრ 202014:08
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების შესასვლელებს უკვე სამართალდამცველები აკონტროლებენ. მოწყობილია საგუშაგოები.

ჩაკეტილ სოფლებში შესვლა მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ, ტერიტორიის დატოვების უფლება კი აღარავის აქვს. ქობულეთის 4 სოფელში ვირუსი უკვე 20 მოქალაქეს უფიქსირდება.

მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალები. ადამიანებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ოთხ სოფელში 203 შესაძლო შემთხვევაა შესწავლილი - აქედან 187-ს ჩაუტარდა ტესტირება, ხოლო პასუხი უარყოფითია.


close დახურვა