ქობულეთში მაშველები ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ის ზღვაში საბანაოდ შევიდა, თუმცა ძლიერი ღელვის გამო, ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო. კაცი ოზურგეთის მკვიდრია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, აქედან 4 მყვინთავი იყო.