ქობულეთში, კაფე-ბარების მეპატრონეები სესხების გადავადებას და სესხის პროცენტის სუბსიდირებას ითხოვენ.
აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ ჩავარდნილმა ტურისტულმა სეზონმა მათ ფინანსური პრობლემები შეუქმნა, სახელმწიფო კი მათ არ ეხმარება.
"დაგვაფინანსონ, მოხდეს პროცენტის სრული სუბსიდირება. ძირი თანხის გადახდა გადავადდეს. ამისთვის გვჭირდება ხელისუფლების გვერდით დგომა. სახელმწიფო დაზარალებულებს შერჩევითად ეხმარება. თუ სასტუმროებს უფინანსებს და კაფის მეპატრონეებს ვერა... 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ასეთი ფაქტი - ხალხისთვის იაფი სესხი გამოიყო და 2-წლიანი საშეღავათო პერიოდი მოგცეს. მაშინ ჩვენ ნაწილობრივ გადავარჩინეთ ჩვენი ბიზნესი. ტურისტული სეზონი ჩავარდა, შიდა ტურიზმმა არ გაამართლა. სესხებს ვერ ვიხდით, ამ დროს ვისი იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს". - თქვა ქობულეთის მცხოვრებმა ფორმულასთან.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამ მოთხოვნით ქობულეთში აქციას პერმანენტულად გამართავენ.