![ქობულეთში მშენებლობაზე მუშა დაშავდა](/uploads/news/მუშა.jpg)
ქობულეთში მშენებლობაზე ამწე ჩამოვარდა, რის შედეგადაც მუშა დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.