logo
ENG



ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქებისას მოზარდი დაშავდა

12 დეკ 202308:59
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდმა სხეულის დამწვრობა მიიღო. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდის ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა და აფეთქდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა. როგორც ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალში განაცხადეს, 10 წლის ბიჭს მეორე და მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნება.

"დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იყო საჭირო, რადგან აქვს მრავლობითი დამწვრობა გულის, ყელის მიდამოში, ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას, ამიტომ გადაყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ თბილისში, პაციენტი იყო კონტაქტური, 10 წლის ბიჭი", – განაცხადა ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალის ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა, ფატიმა ბეჟანიძემ.  


close დახურვა