logo
ENG



ქობულეთში სასტუმროებისა და რესპოდენტების მფლობელები მთავრობას სესხის გადავადებას სთხოვენ

13 აპრ 202020:58
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის მოსახლეობა შესაძლოა, ზაფხულში ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩეს. ადგილობრივები მთელი წლის განმავლობაში თავს სეზონური შემოსავლით და ტურიზმით ირჩენენ. ამ დროისთვის კი ყველა ჯავშანი გაუქმებულია, გაურკვეველია ისიც, როდემდე გაგრძელდება კარანტინი. სასტუმროების და რესტორნების მეპატრონეები სახელმწიფოსგან დახმარებას და სესხების გადავადებას ითხოვენ.

ტურისტული სეზონის დადგომამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი ამ დროისთვის ქობულეთის ქუჩები ცარიელია მოსახლეობა ყოველდღიური სამუშაოს გარეშეა დარჩენილი 

მეორე დღეა ქობულეთის ოთხი სოფელი მკაცრ საკარანტინე ზონად არის გამოცხადებული. ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსის გარდა, ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩენის ეშინია და უკვე იციან რომ ტურისტული სეზონი წელს  ან დააგვიანებს, ან სრულად ჩავარდება. აქვს თუ არა  მთავრობას რაიმე  კიდევ უფრო კონკრეტული გეგმა საოჯახო სასტუმროებისა და კაფე ბარების მფლობელთა დასახმარებლად და რამდენ ხანს გადაუვადებს სესხებს სასტუმროს მფლობელებისთვის ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა