ქობულეთში, სოფელ ხუცუბნის ხიდიდან ქალი გადავარდა. შემთხვევა გუშინ, 3 მარტს მოხდა. ქალი ხიდზე ველოსიპედით სეირნობდა.
ექიმის ინფორმაციით, ქალს მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, ამჟამად პაციენტი დაკვირვების ქვეშაა.
"საშუალო სიმძიმის მდგომარეობა არის, მოტეხილია მე-12 მალა ხერხემლის და ჯერჯერობით ოპერაცია არ სჭირდება. დაკვირვების ქვეშ არის, სხვა მეტი დაზიანებები არც მუცლის ღრუში, არც ტვინის შერყევა არ აქვს. [...] კონტაქტურია, ახსოვს ყველაფერი, არანაირი პრობლემა არ არის. სტაციონარში იქნება რამდენიმე დღე", - განაცხადა ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორმა გელა გორგილაძემ ფორმულასთან საუბრისას.