logo
ENG



ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

08 სექ 202309:25
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებლების პირველი სართულები დაიტბორა, ამასთანავე რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები. ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათი განცხადებით, მიმდინარეობს წვიმის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.

მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები", - ნათქვამია ქობულეთის მერიის განცხადებაში.


close დახურვა