logo
ENG



ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

03 სექ 202117:09
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები.

"ქარბორბალა იყო. დაგვიზიანა ოთახები, წვიმა ჩამოდის და დახმარებას ვითხოვთ. ჩვენს მეზობელს მთლიანი სახურავი გადმოხადა და დაეცა ჩვენს ეზოს, მანქანა დაგვიზიანა ეზოში", - ამბობს ქობულეთის მაცხოვრებელი.

აჭარის რეგიონში ძლიერი წვიმაა. ადიდებულია მდინარე აჭყვა. გელაურის დასახლებაში კი წყალმა სახლებში შეაღწია. ათეულობით საცხოვრებელი სახლები დაიტბორა დაბა ჩაქვშიც. 

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, 50-მდე შეტყობინება მიიღეს, რომელიც შეეხება დატბორვას, მეწყრული პროცესების განვითარებასა და ქარის შედეგად საცხოვრებლის დაზიანებას. 

"გვაქვს რამდენიმე შემთხვევა მეწყრული პროცესების, რომელი საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს. ყველა ასეთ შემთხვევაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია გადაუდებლად მიიღებს ზომებს ასეთი ოჯახების გაყვანის შესახებ", - განაცხადა მან. 


close დახურვა