პოლიციამ ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, პირმა ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ახალგაზრდა ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.