ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღდგომას ზეიმობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მორწმუნეები დღესასწაულს წელს რადიკალურად განსხვავებულად შეხვდნენ. დაწესებული აკრძალვების გამო საზეიმო ლიტურგიები ტაძრებში მრევლის გარეშე მიმდინარეობს.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმაც საზეიმო მესა წმინდა პეტრეს ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა. პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, შიშს არ დანებდნენ და აღდგომა იმედის გზავნილად მიიღონ.
მრევლისთვის დახურულია იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარიც, სადაც ყოველწლიურად დღესასწაულს ათასობით მორწმუნე ხვდებოდა. ცარიელ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას იერისალიმის კათოლიკე არქიეპისკოპოსი უძღვებოდა.