ქუთაისი-მილანის რეისის 115-მდე მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
ტემპერატურა და ვირუსის სიმპტომები მგზავრებს არ აღმოაჩნდათ.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ იტალიასა და ესპანეთში იმოგზაურეს. მათი თქმით, ქალაქებში სიმშვიდეა და პანიკა არ შეიმჩნევა. ქუთაისი-მილანის რეისით ჩამოსული მგზავრები ასევე ამბობენ, რომ ვირუსის რისკის ზონად მიჩნეულ ქალაქებში არც სურსათის დეფიციტი შეიმჩნევა.