logo
ENG



ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

04 იან 202416:32
3 წუთის საკითხავი
 
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა