logo
ENG



ქუთაისის აქციის მონაწილე: ივანიშვილი მეკვერცხეა, უნდა წავიდეს

06 დეკ 201914:53
3 წუთის საკითხავი
 
gxlneugij1esbed.jpg

ქუთაისში მიმდინარე აქციაზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ, ივანიშვილს და ხელისუფლებას სიმბოლურად წითელი ბარათი უჩვენეს. როგორც „ფორმულასთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მმართველობა სხვას უნდა გადასცეს და თავად ქვეყანა დატოვოს.

„უნდა წავიდეს ივანიშვილი, გაგდებულია საქართველოდან და იმედია წავა. მეკვერცხეა ივანიშვილი. ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის მართვა, უნდა გადასცეს სხვას. ჩვენ არ ვაპირებთ მეკვერცხია ხალხს კვერცხები დავუნიშნოთ, ჩვენ გვინდა პროპორციული საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

შეგახსებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები. მოთხოვნა ერთია - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.



close დახურვა