logo
ENG



ქუთაისის ერთ-ერთ ქარხანაში 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა

23 იან 202013:00
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინდურ მეტალურგიულ ქარხანაში თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უქმე დღეებში დასვენებას და ზეგანაკვეთური საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას ითხოვენ. სულ 200-მდე მუშაა გაფიცული. 

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამუშაო პროცესს იქამდე არ აღადგენენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

ქარხნის ადმინისტრაციაში გაფიცულ მუშებს ჯერ არ პასუხობენ.


close დახურვა