logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი წლის ბავშვი შეიყვანეს

05 მარ 202008:30
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი წლის ბავშვი შეიყვანეს.

კლინიკაში არასრულწლოვანი მაღალი ტემპერატურის გამო მოათავსეს. ექიმის განცხადებით, ბავშვი საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

„ამჟამად სტაციონარში გვყავს ერთი პაციენტი, რომელზეც ეჭვია მიტანილი კორონავირუსთან დაკავშირებით. აღებულია ნაცხი და ველოდებით პასუხს. ეს არის ბავშვი, რომელიც საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა“, - განაცხადა ექიმმა, მარიამ ვარდანაიშვილმა.


close დახურვა