ქუთაისის ინფექციურ სავადმყოფოში ერთ პაციენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ახლალგაზრდა კაცი საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს, ექიმების ინფორმაციით კი მას საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, კონტაქტებს კი ეპიდემიოლოგები ადგენენ.
"სულ გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 3 ბავშვია - ორი 6 წლისაა და ერთის 9 წლის. 23 პაციენტიდან 12 მიმდინაროებს პნევმონიით და აქედა სამი შედარებით რთულადაა. კრიტიკული მდგომაროებაში არცერთი არაა. საერთო ჯამში, ყველა პაციენტთან დინამიკა დადებითია",-აცხადებს თემურ ნადირაძე.