logo
ENG



ქუთაისის ინფექციური: ამჟამად სტაციონარში 6 ინფიცირებულია

08 მაი 202011:53
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე ერთი საკვლევი პაციენტია შესული. მან კლინიკას ვირუსის სიმპტომებით თვითდინებით მიმართა. საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, რადგან პაციენტს ტემპერატურა აქვს, მისი გამოკვლევა აუცილებელია. 

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ამჟამად ექვსი პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა დამაკმაკოფილებელია. ერთი გამოჯანმრთელებული ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს. ოთხი გამოჯანმრთელებული გუშინ გაეწერა, მათგან ორი არასრუწლოვანია. ისინი კარანტინში გადავიდნენ.

"ამჟამად სტაციონარშია 6 ინფიცირებული და ერთი პაციენტი გვყავს კვლევაზე, მაღალი ტემეპრატურითა და ჩივილებით. საეჭვოა რომ რამე იყოს, მაგრამ დღევანდელი პროტოკოლით ყველა ტემპერატურა და პნევმონია საჭიროებს გამოკვლევას",-აცხადებს თემურ ნადირაძე. 

შეგახსენებთ, ჯამში საქართველოში ინფიცირებულია 623 პაციენტი, საიდანაც 288 გამოჯანმრთელებულია. 


close დახურვა